ანგარიში


                                                           პროექტის რეფლექსია
შევხვდი სამიზნე ჯგუფს. გავაცანი პროექტის იდეა. შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი,  7 მუშა ჯგუფი, თითოეულში სამი მოსწავლე. გადაინაწილეს ფუნქციები. შევქმენით საინფორმაციო ბროშურები.
შეირჩა მონიტორინგის ჯგუფი(8 წევრი): 3 მოსწავლე (მე-12 კლასი) , 3 მასწავლებელი (ისტ-ის. ხელოვნებისა და ფიზიკის-საგნებთან კავშირის გათვალისწინებით), 1- დირექც. წარმომადგ. და 1-მშობელი. მათ დაევალათ პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სქემების შემუშავება.
 მუშა ჯგუფებმა პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შეარჩიეს შემდეგი თემები: ,,ოქროს კვეთა“ , გეომეტრიული გარდაქმნების პრაქტიკული გამოყენება“, ,,პარაბოლას გეომეტრიული  თვისებები და მისი ადგილი რეალურ სამყაროში“, ,,რიცხვითი სიმრავლეები და მათი გაფართოების ისტორია“, ,,ზოგი რამ ინფორმაციის შესახებ“
,,თვლის პოზიციური სისტემები და მათი გამოყენება“, ,,ვიეტი-ალგებრის მამა“.
ჯგუფებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, მოამზადეს მონახაზები, რეფერატები, პრეზენტაციები http://makomako15300502.blogspot.com/p/blog-page.html . რეგულარულად იმართებოდა სამუშაო შეხვედრები, სადაც ვაძლევდი რეკომენდაციებს. მოემზადნენ კონფერენციისთვია, სადაც წარადგინეს პრეზენტაციები. კონფერენციას ესწრებოდნენ: დირექცია, ყველა კათედრის წარმომადგენლები, მოსწავლეები V-XII კლასებიდან, მშობლები.
შევქმენით ბლოგი:  http://makomako15300502.blogspot.com/
შევქმნენი ინტერაქციული დანართები ( Learningapps.org), რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში ვიყენებდი გაკვეთილის მიზნის შესაბამისად.
რესურსების მისამართები განვათავსეთ ინტერნეტში (f.b. -ჩვენი ჯგუფი).
მოხდა მოსწავლეთა დაჯილდოვება დირექციის მიერ. მოვახდინეთ კონფერენციის ვიდეო-გადაღება. მოსწავლეები გახალისდნენ. დამოკიდებულება გაუმჯობესდა.
პროექტის მსვლელობისას შევხვდით შემდეგ სირთულეებს:
v  ინტერნეტთან სუსტი წვდომა, რის გამოც ვერ ავტვირთეთ ვიდეო-მასალა, გვიჭირდა ინფორმაციის მოძიება; (ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით)
v  არასაგაკვეთილო დროს ჯგუფების შეკრება; -არეგულირებდა საორგანიზაციო ჯგუფი.
v  ერთ-ერთ ჯგუფში პრობლემები შეიქმნა ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით; -მოვაგვარეთ ინდივიდ. საუბრებით, დაგვეხმარა მშობელიც.
v  პრეზენტაციის წარდგენამდე რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა აუდიტორიის კომპლექსი;-ვსაუბრობდით, ბევრს ვარჯიშობდნენ წარდგენამდე, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ შემცირდა.
v  იყო მთავარი აზრიდან გადახვევის შემთხვევები:-ისეთი კითხვებს ვუსვამდი, რომელიც დაანახვებდა მიზანს.
v  დროის ჩარჩოში ვერ ჩაეტივნენ: -კინფერენციის ჩატარების  დრო რამდენიმე დღით გადავწიეთ.
მონიტორინგის ჯგუფმა დადებითად შეაფასა პროექტი. ერთად მოვახდინეთ შეფასების ანალიზი. გამოითქვა მოსაზრებები:
v  სასურველია, შემდგომში ასეთ კონფერენციებზე სხვა სკოლების მათემატიკის კთედრების ჩართვა;
v  პროექტის შედეგად მიღებული პროდუქტი (პრეზენტაციები, ტესტები) შესაძლებელია გამოიყენონ  მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სწავლა-სწავლების პროცესში.
v  მოტივაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული პროექტი უმჯობესია
განხორციელდეს პირველ სემესტრში ან მეორე სემესტრის დასაწყისში, რათა ,,დადებითად დამუხტულ“ მოსწავლეებს მეტი დრო ჰქონდეთ არდადეგებამდე;
v   პროექტის  აქტუალობიდან  გამომდინარე ის გაგრელდეს, დაემატოს სხვა სახის აქტივობები .
v  აქტივობები ისე შეირჩეს, რომ ჩართულობა იყოს უფრო მეტი.

No comments:

Post a Comment