სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამართვა
სასკოლო პროექტის
გეგმა
პროექტის დასახელება:
,,მათემატიკა -ჩემი მეგობარი“
პროექტის აქტუალობა
თანამედროვე ეპოქაში მასწავლებელი პასუხისმგებელია მისი მოსწავლე შენდგონში წარმატებული ადამიანი იყოს წარმატენისთვის
საჭიროა თეორიულ ცოდნასთან ერთად მან შეძლოს ანალიტიკური, ლოგიკური,
სისტემური აზროვნება, პრობლემის განსაზღვრა
და ჩამოყალიბება, კომპლექსური პრობლემის საფეხურებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაწყვეტა პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიების შერჩევა,
შედეგის კრიტიკული შეფასება. ამ უნარებს მათემატიკა ავითარებს, რომელიც ადამიანებში
გავრცელებული ძირითადი სტერეოტიპით რთულ და მოსაწყენ მეცნიერებად ითვლება. ეს პროექტი არის მცდელობა
ამ სტერეოტიპის დასამსხვრევად.
„მათემატიკის სწავლებისძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური,
ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები,
რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.“(ესგ: მუხლი
39)
პროექტის შედეგად შექმნილი პროდუქტი მრავალჯერადი გამოყენებისაა, ის შეიძლება
გამოიყენონ როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა შესაბამისად სწავლა-სწავლების
პროცესში.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ თეორიულ ცოდნის პრაქტიკასთან, სხვა საგნებთან დაკავშირებას, განუვითარდებათ კვლევის, პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტის,
შეფასების, ანალიზის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, სოციალური უნარები.შეძლებენ პროდუქტის შექმნას ( რეფერატები, პრეზენტაციები
(საპრეზენტაციო პროგრამაში) და ბლოგი).
ამაღლდება მათემატიკის სწავლის მოტივაცია, რაც დადებითად
აისახება სწავლის ხარისხზე და შემდგომ წარმატებებზე.
საგნობრივი სტანდარტები,
რომელსაც ეყრდნობა პროექტი
მათ. X.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა ქვესისტემების ერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ადარებს
სხვადასხვა პოზიციურ სისტემებს ერთმანეთს; მსჯელობს თითოეულის უპირატესობაზე სხვადასხვა შემთხვევებში;
- აკავშირებს
ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეებს ერთმანეთთან სიმრავლეთა თეორიის ენის გამოყენებით
(ქვესიმრავლე, სიმრავლეთა თანაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, დამატება; ამ მიმართებების
გამოსახვა სხვადასხვა ხერხით);
მათ.X.12. მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი
გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.
- მსჯელობს და აკეთებს დასკვნას ერთი და იგივე ტიპის გეომეტრიული
გარდაქმნების (პარალელური გადატანა, მობრუნებები ერთი და იგივე ცენტრის გარშემო,
ღერძული სიმეტრიები პარალელური ღერძების მიმართ, საერთო ცენტრის მქონე ჰომოთეტიები)
კომპოზიციების შესახებ;
მათ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ
რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- მოყავს
ინფორმაციის ციფრული კოდირების/ტექნოლოგიების მაგალითები; აკავშირებს რიცხვის სხვადასხვა
პოზიციურ სისტემაში ჩაწერას ერთმანეთთან (მაგალითად, ორობით პოზიციურ სისტემაში ჩაწერილ რიცხვს წერს ათობით
პოზიციურ სისტემაში);
მათ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის თვისებების გამოკვლევა
და მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ახდენს ფუნქციის
გრაფიკის თვისებების ... ინტერპრეტირებას
·
1. ზოგადი ნაწილი
ბ)დამოკიდებულება
•
თანამშრომლობა
ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას; კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში;
•
სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების
ფლობა;
•
მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში,
ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში;
•
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისას ეთიკურ/სოციალური ხასიათის
პრობლემების გაცნობიერება და ეთიკური ნორმების დაცვა.
პროექტის ამოცანები
მოსწავლეები შეარჩევენ საინტერესო, სახალისო თემატიკას, რომელიც მათემატიკის
რეალურ სამყაროსთან კავშირს ასახავს, მოიძიებენ
ინფორმაციას, შექმნიან რეფერატებს, პრეზენტაციებსა
და ბლოგს,მოაწყობენ კონფერენციას, სადაც
წარადგენენ პრეზენტაციებს, შეიქმნება ელ. რესურსები (ინტერაქციული ტესტები) (მასწავლებელი);
შეაფასებენ პროექტს.
პროექტის განხორციელების
წინაპირობები
პროექტით დაგეგმილი ამოცანების განსახორციელებლად მოსწავლეებს
გააჩნიათ შესაბამისი ასაკი და თეორიული ცოდნა:
გეომ გარდაქმნ,; პროპ,-ოქროს კვეთა;რიცხვ. სიმრ.;კვადრ. ფუნქც. თვისებ. ინფორმაც. კოდირება
და ა.შ.; ხელოვნებასა და ისტორიაში შესწავლილი აქვთ სხვადასხვა ქვეყნების კულტურა;
ფიზიკაში -ოპტიკის საკითხები ): შეუძლიათ ისტ ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის
მოსაძიებლად, პრეზენტაციებისა და ბლოგის მოსამზადებლად; აქვთ წყვილებში, ჯგუფებში მუშაობის
გამოცდილება; ვარაუდების გამოთქმისა და სხვისი
მოსმენის უნარები. აქვთ მზაობა არასაგაგაკვეთილო ფორმატში მუშაობისთვის.
პროექტის ფარგლებში
განსახორციელებელი აქტივობები
მასწავლებელი სამიზნე ჯგუფს გააცნობს პროექტის იდეას.მოსწავლეები
შექმნიანსსაორგანიზაციო ჯგუფს, საპროექტო
ჯგუფებს, გადაინაწილებენ
ფუნქციებს. შეარჩევენ
თემატიკას, რომელიც წარმოაჩენს მათემატიკის როლს სხვადასხვა სფეროებში, იქნება საინტერესო
და სახალისო არა მხოლოდ მათემატიკით დაინტერესებულთათვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვის. შემდეგ მოიძიებენ ინფორმაციას, მოამზადებენ რეფერატებს, პრეზენტაციებს.
მოემზადებიან
კონფერენციისთვის, სადაც შემდეგ წარადგნენ პრეზენტაციებს. დასაწყისშივე შეიქმნება
აგრეთვე მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი. რომელიც შეიმუშავებს პროექტის შეფასების სტრატეგიებს
და დააკვირდება
პროექტის განხორციელებას. შეიქნმება ელექტრონული ციფრული ობიექტებები მათ.
კათედრის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი შეაფასებს
პროექტს და მოვახდენთ შეფასების ანალიზს.
პროექტში მონაწილეთა
ასაკი, კლასი:
პროექტში მონაწილე მოსწავლეების ასაკია 14-17 წელი,
IX-X-XI კლასები.
პროექტის მონიტორინგისა
და შეფასების სტრატეგია
პროექტის განხორციელების დასაწყისში შეიქმნება მონიტორინგის
ჯგუფი, რომელშიც შევლენ მოსწავლეები, საბუნებისმეტყველო და სპორტისა და ესთეტიკის კათედრის
წევრები, დირექციის წარმომადგენელი, მშობელი. ისინი შეიმუშავებენ პროექტის შეფასების
სტრატეგიებს. დააკვირდებიან პროექტის მიმდინარეობას და შეაფასებან პროექტს.(*შეფასების
სქემები დართული აქვს პროექტის გეგმას)
პროექტის განხორციელების
რისკები და თავიდან აცილების გზები
შესაძლებელია ნაკლებად საინტერესო ან ერთიდაიგივე თემატიკის
შერჩევა, პრეზენტაციაში მთავარი იდეის ნაკლებად გააზრება, პრეზენტაციის უინტერესოდ
წარდგენა.
ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ერთმანეთთან,
პროექტის ხელმძღვანელთან თანამშრომლობა .
მოსალოდნელია , აგრეთვე, ჩართულობის დაბალი ხარისხი,
რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პროექტზე მუშაობისას შეხვედრილმა სირთულეებმა, ამიტომ
ყოველ ეტაპზე პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს ჩართული, ინფორმირებული და მუშა შეხვედრებზე დროულად მიაწოდოს საჭირო რეკომენდაციები.
ჯგუფების შესაკრებად ყველა წევრისთვის სასურველი დროის
შერჩევა;-საორგანიზაციო ჯგუფმა უნდა მოუსმინოს ყველას და შეაჯეროს დრო.
კონფერენციის დროს შესაძლებელია ტექნიკური ხარვეზები (მაგ. ელ. ენერგიის გათიშვა
ან სხვა), ამიტომ სასურველია თადარიგში იყოს გენერატორი.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები თვალსაჩინოდ დაინახავენ მათემატიკის როლს
სხვა სფეროებში.განუვითარდებათ კვლევის, პრობლემის
დამოუკიდებლად გადაწყვეტის, შეფასების, ანალიზის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის,
სოციალური უნარები. შექმნიან პროდუქტს - რეფერატებს, პრეზენტაციებსა (საპრეზენტაციო
პროგრამაში) და ბლოგს. შეიქმნება რესურსები.( მოხდება მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა).
ამაღლდება მათემატიკის სწავლის მოტივაცია, რაც დადებითად
აისახება სწავლის ხარისხზე და შემდგომ წარმატებებზე.
პროექტის განხორციელებისათვის
საჭირო დრო
2014 წლის მარტი-აპრილი.
No comments:
Post a Comment